Sunday, December 9, 2012

 საპროექტო თემა: "რომელი სტილის მუსიკა უფრო მოსწონთ მოსწავლეებს და უფროსებს: რეპი თუ კლასიკური მუსიკა?"

პროექტის მთავარი იდეა: ”უფროსი და მოზარდი თაობის დამოკიდებულება

მუს.სტილებისადმი.

პროექრის აქტუალობა: აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას უფროს

და თანატოლი ასაკის მოსწავლეებში თუ რომელი სტილის მუსიკა არის მათთვის მისაღები

და საინტერესო,ასევე განმარტავენ რატომ მოსწონთ ესა თუ ის

 სტილი,ჩაატარებენ კვლევას, ეხმარება თუ არა თითეულ 

მათგანს მუსიკა ცხოვრებისეული პრობლემების 

დაძველებაში,გრძნობენ თუ არა მუსიკის ძალა, მნიშვნელობას.

პროექტის მიზანი: კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 8- 9 კლ.

ვადა/ ხანგრძლივობა : 1 თვე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გამოიყენებენ ელექტრონულ ცხრილებს და

დიაგრამებს, სწორად გაანაწილებენ სამუშაოს ,მიღებული მონაცემების ანალიზს იკვლევენ.

პროექტისათვის საჭირო ძიროთადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტური,აუდიო

მაგნიტოფონი,დისკები,ვიდეო კამერა,სათანადო კითხვების მომზადება,ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (აქტივობები): კლასში შერჩეული იქნება საპროექტო

ჯგუფები(4ჯგუფი).თითოეულში 6 მოსწავლე.ჯგუფს ეყოლება ლიდერი.თითოეულ

ჯგუფს ევალება მოძიებული ინფორმაციის გაცნობა.ლიდერები ჩატარებულ კვლევებს

წარმოადგენენ ცხრილების სახით პროექტორის საშუალებით, აკვირდებიან გამოკითხულთა

რაოდენობის დაჯამებით თუ რომელ მუსიკას პროცენტულად მსმენელი ჰყავს.

1ჯგუფი: წარმოადგენს ჩატარებულ კვლევას და გაგვაცნობს თანატოლებში რეპ მუსიკის

გამოკითხულთა რაოდენობიდან რამდენი პრიცენტი უსმენს

2ჯგუფი: გაგვაცნობს კვლევას მათ თანატოლებში გამოკითხულთა რაოდენობიდან რამდენი

მსმენელი ჰყავს პროცენტულად კლასიკურ მუსიკას

3ჯგუფი: გაგვაცნობს მათი მშობლების ასაკობრივ ჩატარებული კვლევის შედეგებს. რომელ

სტილს უფრო უსმენენ

4ჯგუფი:გაგვაცნობს უფროს თაობაში(ბებიებს და ბაბუებს).

თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის ბოლოს მოგვასმენინებს მოცემული დავალებიდან

შესაბამის მუსიკას.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


VIII-IX.6 ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს,მუშაობს სხვებთან ერთად პრობლემის

გადასაჭრელად,მონაწილეობს სამუშაო ფუნქციების და მოვალეობების

განაწილებაში,აფასებს საკუთარ და სხვის მიერ გაწეულ სამუშაოს.

VIII-IX.10 ამზადებს მოხსენებას და წარუდგენს მას აუდიტორიას.

VIII-IX.12 საუბრობს იმ მახასიათებლების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსწონს ესა თუ ის ნაწარმოები.

პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი) ვ.აბრამოვი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: labiskvi70@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://nanvart.blogspot.com/